სერვისები / [01] ზრდის მარკეტინგი
რეკლამა, რომელიც ყოველ კვირას უმჯობესდება.
ვიკვლევთ კონკურენტებს, ვქმნით შეთავაზებას და კრეატივს, ვტესტავთ ყოველ კვირას და ბიუჯეტს იმაზე ვხარჯავთ, რაც რეალურად მუშაობს.
[01] პრობლემა
რატომ არ მუშაობს რეკლამა უმეტესობისთვის.
- [01]
ერთი და იგივე კრეატივი თვეების განმავლობაში — აუდიტორია იღლება, კლიენტის ფასი კი იზრდება.
- [02]
კამპანია აწყობილია რეაქციებსა და ნახვებზე და არა გაყიდვებსა და მოთხოვნებზე.
- [03]
არავინ ზომავს, რა მუშაობს — გადაწყვეტილებები ინტუიციით მიიღება.
[02] რას მოიცავს
ყველაფერი, რაც ზრდას სჭირდება — ერთ გუნდში.
კონკურენტების კვლევა
რას აკეთებენ, რა რეკლამებს უშვებენ და სად არის თქვენი შანსი.
შეთავაზება და კუთხეები
რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ — ნათლად, მოკლედ და დამაჯერებლად.
სტატიკური და ვიდეო კრეატივი
დიზაინი, ტექსტი და მოძრავი ვიდეოები — ჩვენი გუნდის მიერ.
ყოველკვირეული ტესტი
ახალი კრეატივები ყოველ კვირას, წინა კვირის შედეგების მიხედვით.
კამპანიების მართვა
Meta-ს რეკლამის აწყობა, ოპტიმიზაცია და ბიუჯეტის კონტროლი.
რეპორტი და სტრატეგია
ყოველკვირეული რეპორტი და ყოველთვიური სტრატეგიული შეხვედრა.
[03] როგორ ვმუშაობთ
პირველი კვირიდან — სისტემა.
- [01]
კვლევა
ბიზნესი, კონკურენტები, აუდიტორია და დღევანდელი შედეგები.
- [02]
გაშვება
შეთავაზება, პირველი კრეატივები და კამპანიის აწყობა 7 დღეში.
- [03]
ტესტი
ყოველ კვირას ახალი კრეატივები და ზუსტი გაზომვა.
- [04]
მასშტაბირება
ბიუჯეტი გადადის იმაზე, რაც ყველაზე კარგად მუშაობს.
[04] კითხვები
ხშირი კითხვები.
რა სარეკლამო ბიუჯეტია საჭირო?
დამოკიდებულია ნიშასა და მიზანზე — კონსულტაციაზე გეტყვით რეალისტურ მინიმუმს. სარეკლამო ბიუჯეტი ჩვენს მომსახურებაში არ შედის — მას პირდაპირ Meta-ს უხდით.
რამდენ ხანში ჩანს შედეგი?
პირველ მონაცემებს პირველივე კვირებში ვხედავთ. სტაბილურ შედეგს, როგორც წესი, 2–3 თვე სჭირდება — ამიტომ ვმუშაობთ მინიმუმ 3 თვით ან ფასიანი 1-თვიანი პილოტით.
ვის ეკუთვნის რეკლამის ანგარიში?
თქვენ. ვმუშაობთ თქვენს Meta Business Manager-ში — ყველა კრეატივი და მონაცემი თქვენთან რჩება.
[05] უფასო კონსულტაცია
შემდეგი ნაბიჯი
4 მოკლე კითხვა — რომ კონსულტაციაზე მომზადებულები მოვიდეთ.
თქვენი Facebook, Instagram ან საიტი
წინასწარ ვნახავთ და კონსულტაციაზე კონკრეტულ იდეებს მოგიტანთ.